წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ლუკა გაბიძაშვილი ესეების კონკურსში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა
11-03-2021

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ლუკა გაბიძაშვილს ესეების კონკურსში წარმატებისთვის სიგელი გადაეცა. გარდა ამისა, წარმატებული მოსწავლე პლანშეტითაც დაჯილდოვდა.

„სტუმრად გვეწვივნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენლები და კენწეროს ესეების კონკურსის გამარჯვებული ლუკა გაბიძაშვილი დააჯილდოვეს სიგელითა და პლანშეტური კომპიუტერით.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ჩვენს ნიჭიერ ლუკა გაბიძაშვილს. წარმატებები!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203