ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაციები მოამზადეს
11-03-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, იუნკერების ხსენების დღეს ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ სურათებით პრეზენტაციები გააკეთეს და ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრეს.