გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
11-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა ჟღენტთან ერთად, კლუბის წევრებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, ქართველი ჯარისკაცების, გენერლებისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიღწევების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.

„1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა.

ქართველი იუნკრების, ჯარისკაცების გვამებზე ბოლშევიკებმა გადაიარეს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203