
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლე ბიჭებმა გოგონები სარვამარტოდ ორიგინალურად დაასაჩუქრეს. კრეატიულმა ბავშვებმა გოგონებს საკუთარი ხელით დამზადებული ნამცხვრები და ხაჭაპურები მიართვეს.
„მარტი რომ გოგონების თვეა, ეს კარგად იციან ჩვენმა მეოთხეკლასელმა. გალანტურმა ბიჭებმა...ამიტომაც გაისარჯნენ და თანაკლასელ გოგონებს საკუთარი ხელით დამზადებული ნამცხვრები და ხაჭაპურები მიართვეს...
როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, პატარა მზარეულების შედევრები განსაკუთრებული გემოთი გამოირჩეოდა და გოგონების მოწონებამაც არ დააყოვნა...
მადლობა პედაგოგს, ნანა ჭიჭაღუას, რომელიც კრეატიული იდეებით გვანებივრებს“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.