ძველი ანაგის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
11-03-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველკლასელებმა 3 მარტს ღონისძიება მიუძღვნეს. 

„I კლასის მოსწავლეები პანდემიის პირობებშიც ცდილობდნენ სასიამოვნო სიურპრიზი გაეკეთებინათ დედებისთვის. მათგან მალულად ისწავლეს ლექსები, სიმღერები და ერთობლივმა მონდომებამ შედეგი გამოიღო - ღონისძიება შედგა.

დედიკოებო, მასწავლებლებო, ქალბატონებო წრფელი გულით გილოცავთ დედის დღეს, 3 მარტს! დაე, ყველას გაზაფხული გვენთოს სულში!

„ნანინას ნამი აკვანზე ელავს​
როგორც კვირტებზე ღიმილი ფესვთა,
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა
პირველად დედას ავიყვან მზესთან!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203