გუთურის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დირექტორსა და პედაგოგებს დედის დღე ვიდეორგოლით მიულოცეს 
11-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის დირექტორს, მზია ოსეფაიშვილსა და პედაგოგიურ კოლექტივს გაზაფხულსა და დედის დღეს ულოცავენ.

„ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წელთა სიმრავლეს გისურვებთ, ბედნიერი დედები ყოფილიყავით...

დედა, დედიკო, დე - სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის. ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი, სახელად დედა. განა მარტო ადამიანი? ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია...

ანგელოზი, რომელსაც უხარია და სტკივა შვილის კარგი თუ ცუდი; ანგელოზი, რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს, ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203