
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქართული ენის მასწავლებლის ციალა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე სიტყვით სკოლის დირექტორი ნოდარ შავაძე გამოვიდა.
სასკოლო საზოგადოებამ, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ გაიხსენა და წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს.
სკოლის დირექტორმა ბატონმა ნოდარ შავაძემ ვრცლად ისაუბრა ამ დღის, ავადსახსენებელ ისტორიულ მოვლენებზე. მოსწავლეებმა წაიკითხეს კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი,1921“, რითაც კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება და პროტესტი რუსეთის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.
იხილეთ ფოტო