ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლაში, თებერვლის თვეში, საზოგადოებრივი კათედრის (გამგე: ნინო ხუნდაძე) ინიციატივით, კვირეული ჩატარდა.
კვირეული რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას მიეძღვნა. კვირეულის მიზანი იყო, საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.
აქტივობაში ჩაერთვნენ მოსწავლეები და პედაგოგები - ნანა კალანდაძე, ნინო ნინიძე, ირმა ბერიძე, დათა ზამბახიძე.
პრეზენტაცია ჩაატარეს პედაგოგებმა - ნინო ხუნდაძემ, ნანა კალანდაძემ და დათა ზამბახიძემ.
პრეზენტატორებმა ისაუბრეს 1921 წლის 25 თებერვლის სისხლიან ქრონიკებზე.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები: „მუხას ვერასოდეს მოერევა მუმლი, თუ სამშობლო მუდამ გვეყვარება გულით“ (I-IIკლ.) „ჩვენ ვაგრძელებთ სამშობლოს დაცვას“ ( III-IV კლ.)
კვირეული დასრულდა X კლასის მოსწავლის, ლიზი ბოლქვაძის მიმართვით, გზავნილი საზოგადოებას: „ამბავს წაუღებთ ვის, წითელფეხება მტრედებო?!“
იხილეთ ფოტოები

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე
იხილეთ ფოტოები: