მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი - „დედა“ ჩატარდა
11-03-2021

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (თამარ გუგუნაშვილი, ნანული ქარუმიძე, იზა შვერდაშვილი, ქეთევან ჩინაშვილი, მზია მათიაშვილი, ლალი დილებაშვილი, მარიკა ცოფურაშვილი) კონკურსი სახელწოდებით - „დედა“ გამოაცხადა.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი მარიკა ცოფურაშვილი გახლავთ.

მარიკა ცოფურაშვილის თქმით, კონკურსი მიზნად ისახავდა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების: მოთხრობის, ლექსის, ჩანახატისა და ესეს გამოვლენას.

კონკურსში მონაწილეობდნენ სამივე (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) საფეხურის მოსწავლეები და შესაბამისად, გამარჯვებული ნაშრომებიც გამოვლინდა საფეხურების მიხედვით.

კონკურსი გაიმართა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევრები, რომლებიც კათედრის წევრებმა მოისმინეს და შეაფასეს.

პრიზები გაიცა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო მოთხრობა;
  • საუკეთესო ლექსი;
  • საუკეთესო ჩანახატი;
  • საუკეთესო ესე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:

  • დაწყებითი საფეხური- თემურ მუხიაშვილი;
  • ნანიკო ჯავახიშვილი;
  • დიანა კეჟერაშვილი
  • საბაზო საფეხური- მარიამ ტოტიკაშვილი;
  • ნატა ტოტიკაშვილი;
  • ანა ბედიანაშვილი.
  • საშუალო საფეხური- ლიკა თუთაშვილი;
  • ნათია კანდელაკი;
  • ანა მჭედლიშვილი.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი.

კათედრა მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ქალბატონ ლია შოთაძეს და დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ნინო სალთხუციშვილს.

სკოლის დირექციაც მადლობას უხდის სახელმწიფო ენის კათედრას და მის ხელმძღვანელს მოსწავლეთა წერითი უნარების განვითარებისა და მოტივირების ხელშეწყობისთვის სკოლა მუდმივად მზადაა ყველა საგნობრივ კათედრას მხარი დაუჭიროს არაფორმალური განათლების განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203