ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
10-03-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ​ლენჯერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა თათია კვიციანმა დედის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება მოამზადა.

ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. პედაგოგმა სცენა საკუთარი ხელით შექმნილი ულამაზესი ყვავილებით გაალამაზა.

მოსწავლეებმა სკეტჩები გაითამაშეს, სიმღერები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203