ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში „ოკუპაციის კვირეული“ ჩატარდა
10-03-2021

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში 22 თებერვლიდან -25 თებერვლის ჩათვლით, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, „ოკუპაციის კვირეული“ ჩატარდა. 

კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი კათედრის მასწავლებლებმა - ნინო დავლაძემ, ლია ცხადაძემ, ნინო ტყემალაძემ, იოსებ ჟღენტმა და ნათელა ფორჩხიძემ ლექცია-გაკვეთილები ჩაატარეს.

კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი კათედრის ხელშეწყობით, მოსწავლეებმა ოკუპაციის თემაზე საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები დაამზადეს და გაავრცელეს. მოსწავლეებმა საინფორმაციო ფურცლები სკოლის გარეთა თემში დაარიგეს.

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ კვირეულის ფარგლებში ესთეტიკის კათედრის პედაგოგებმა - თამარ ხუსკივაძემ და ხათუნა გოდიბაძემ სკოლის სივრცეში ოკუპაციის თემაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203