გეგუთში N1 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
10-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში N1 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულების ახალი შენობის გარდა, მინი სტადიონის მოწყობაც მიმდინარეობს. ასევე, დაწყებულია შიდა სარემონტო სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოები ერთ წელზე მეტია ხორციელდება.
მოსწავლეები და დირექცია ახალ შენობაში სწავლის გაგრძელებას მოუთმენლად ელოდებიან.