
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და საყვარელ მასწავლებლებს 3 და 8 მარტი მიულოცეს. მათ ფერადი ქაღალდებისგან მისალოცი ბარათები დაამზადეს და საჩუქრებად გამოიყენეს.
„ნაოხრების საჯარო სკოლის უსაყვარლესი გოგო-ბიჭები გვილოცავენ გაზაფხულის მობრძანებას, დიდი სიყვარულითა და მონდომებით უკეთებენ საჩუქრებს თავიანთ საყვარელ დედიკოებს და მასწავლებლებს...დიდი მადლობა ბავშვებო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: