„დედა ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში“ - თბილისის N90 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს.
„დედა ყველაფერია,რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის“ - ასე აღწერა დედის ფენომენი მწერალმა ოტია იოსელიანმა.
IVა კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პროექტი „დედა - ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში“.
პატარები გვიკითხავენ ნაწყვეტებს ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან.
მადლობა მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მთვარისა გოგიაშვილს ასეთი საინტერესო პროექტისთვის და დედის დღის ორიგინალური მოლოცვისთვის“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.