ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ სასწავლო ჯგუფის შეხვედრა მოაწყო
10-03-2021

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის კათედრამ, „ლიდერ მასწავლებელთა“ ორგანიზებით, USAID-ის და საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში სასწავლო ჯგუფის შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრაზე განიხილეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული თემატური ერთეული „მიკრობები“ და შეიმუშავეს აღნიშნული მატრიცის განხორციელების გეგმა, იმსჯელეს  სასწავლო პროცესში დანერგვის მეთოდებზე. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, თვის ბოლოს, თემატური ერთეულის დასრულებისას თითოეული პედაგოგი უნივერსიტეტს კონსტრუქციული უკუკავშირს მიაწოდებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203