„ყოველთვის გვიგულეთ თქვენ გვერდით“ - ზემო ქედის N1 სკოლის მოსწავლის, ნელი ჭურჭელაურის წერილი აფხაზ თანატოლებს
10-03-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნელი ჭურჭელაური აფხაზ თანატოლებს მიმართავს. მოსწავლე აღნიშნავს, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლი რუსეთის იმპერიამ ჩამოაგდო, ახლა კი შერიგების დროა.

წერილი აფხაზ თანატოლებს

სალამს მოგიძღვნით კახეთიდან ჩემო აფხაზო მეგობრებო. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით.
შევისწავლეთ საქართველოს ისტორიულ ეთნოგრაფიული მხარეები, მაგრამ მე ყველაზე მეტად თქვენი ულამაზესი მხარით დავინტერესდი. ძალიან ბევრი ცნობები არსებობს იმის შესახებ, თუ როგორი ტრაგედია გადაიტანეს თქვენმა წინაპრებმა.

გვიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით.

XX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ ჩვენს შორის შუღლი ჩამოაგდო, რადგან ჩვენი ქვეყანა ისეთივე გაერთიანებული აღარ ყოფილიყო როგორიც იყო და უფრო ადვილად დავემარცხებინეთ ომში. სამწუხაროდ, მათ ეს გამოუვიდათ და ჩვენს შორის შუღლი ჩამოაგდეს. ახლა კი ჩვენ, ახალგაზრდა თაობა ვეცადოთ იმას, რომ ეს შუღლი ჩვენს შორის აღარ იყოს და გავაერთიანოთ საქართველო ისე როგორც ძველად იყო, ხშირად გვესმოდეს ეს სიტყვა „ძალა ერთობაშია“ და ბოლოს, გისურვებთ აფხაზეთიდან წასულებს მშობლიურ მიწაზე დაბრუნებას და თქვენს მიწა - წყალზე მშვიდობიან ცხოვრებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203