„მე მიყვარს საქართველო“ - მახოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა
10-03-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი, სახელწოდებით „მე მიყვარს საქართველო“ ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, კონკურსი მე-2 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, დარეჯან ნაკაშიძის ხელმძღვანელობით გამართეს.
„მოსწავლეები იყვნენ ძალიან კარგად მომზადებული, მაგრამ კონკურსის წესების მიხედვით, ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები - ემილია ფარტენაძე, ელენე ზაქარაძე, დათა დავითაძე.
დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე, გამარჯვებულებს კი, განსხვავებული ჯილდო გადაეცათ.
მადლობას მოვახსენებთ კლასის დამრიგებელს ენერგიული შრომისთვის და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს