
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
„როგორ ფუსფუსებდნენ და ელოდნენ ამ დღეს!
ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებით გილოცავთ, ქალბატონებო, ამ ლამაზ დღესასწაულს!
მადლობა ჩვენს სპეციალურ მასწავლებლებსა და მათ არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, ასე რომ გაგვილამაზეს ეს დღე!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: