
ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს. ღონისძიება საკლასო ოთახში ჩატარდა. პატარებმა საყვარელ ქალბატონებს 3 და 8 მარტი სიყვარულით მიულოცეს.
„აი, დადგა გაზაფხულიც! ჩიტების მხიარულად აჭიკჭიკებისა და ყვავილთა ყელმოღერების ჟამი. დრო, რომელიც ბუნებას ახალი ძალით ავსებს, ახალი ენერგიით მუხტავს.
ასე მგონია, ქალბატონები განსაკუთრებული მოლოდინით ელიან გაზაფხულს. დედათა და ქალთა დღე, ყვევილები, თბილი სიტყვები, რომლებსაც ისინი წელიწადის სამას სამოცდახუთივე დღეს იმსახურებენ, განსაკუთრებული სიმრავლით ჟღერს გაზაფხულის პირველ კვირაში და ქალბატონებიც ფერადდებიან, ნებივრდებიან.
ჭიათურის N7 საჯარო სკოლის Iბ კლასის მომსწავლეებმა დედიკოებს, ბებოებს, მასწავლებლებს და მსოფლიოს ყველა ქალბატონს საკლასო ოთახიდან მიულოცეს დღესასწაულები სიმღერით, ლექსით, თვალებით, ღიმილით და ამ ყველაფრის ვიდეოჩანაწერით ისიამოვნა წელს მაყურებელმა კადრს მიღმა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები