„ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი, მხოლოდ ერთია“ - ცხუნკურის N1 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი მოამზადეს
10-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში, 1-ლიდან 5 მარტის ჩათვლით, პროექტი, სახელწოდებით „ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი, მხოლოდ ერთია“ განხორციელდა.
სკოლის ინფორმაციით, აქტივობებში დაწყებითი (I-IV) კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით ბარათები, თაიგულები დაამზადეს და ამ ფორმით მიულოცეს დედებს დედის დღე.