მახუნცეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ყველა რეგულაცია დაცულია
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით განახლდა. დირექცია ზრუნავს მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა წესი დაცულია.
„დიდი შემართებით, გულის ფანცქალით და ყველა წესის დაცვით განახლდა სწავლა საკლასო ოთახებში“ , - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები