რა იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი განახორციელებს
13-11-2017
რა იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი განახორციელებს? - ამ კითხვით Etaloni.ge მიხეილ ჩხენკელს დაუკავშირდა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება განათლების და მეცნიერების ხარისხის ამაღლება:

„ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლების და მეცნიერების ხარისხის ამაღლება და ამ დარგების განვითარება საქართველოში. მოკლე ვადებში წარმოგიდგენთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ყველას გავაცნობთ. თქვენ ერთ-ერთ პირველს გეცოდინებათ ამის შესახებ,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი დღეს წარადგინა. მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ხვალიდან შეუდგება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203