„დედავ, გაზაფხულივით ლამაზო“ - წყალტუბოს N4 სკოლაში 3 და 8 მარტს ღონისძიება მიუძღვნეს
09-03-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ღონისძიება, სახელწოდებით „დედავ, გაზაფხულივით ლამაზო“ გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სახვითი ხელოვნების მასწავლებლის, ინგა გრძელიძის დახმარებით, 1-ლი კლასის მოსწავლეებმა ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს.

„ქართული ენის მასწავლებლის, კლასის ხელმძღვანელის, რუსუდან ლობჟანიძის ორგანიზებით, მოამზადეს ლექსები დედაზე, სიმღერები კი, მუსიკის მასწავლებლის  ხათუნა იობაშვილის დახმარებით ისწავლეს.

ასეთი დიდი სიყვარულით მიულოცეს პატარებმა თავიანთ დედიკოებს და ყველა ქალბატონს დედის დღე და ქალთა დღე“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203