კერძო სკოლა „სხივის“ გუნდის ბიზნესგეგმამ დაფინანსება მოიპოვა
09-03-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ გუნდი პროექტის „იყავი მეწარმე“ მონაწილეა. გუნდის წარდგენილმა ბიზნესგეგმამ მოწონება დაიმსახურა. „სხივის“ გუნდს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნიკოლოზ წულაია. პედაგოგი და ნორჩი მეწარმე ზურაბ ძაგანია სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ (JAG), ფონდ კრისტალთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES GEORGIA) პროექტის ფარგლებში განახორციელა პროექტი „იყავი მეწარმე“.
„სხივი“ აქტიურად ჩაერთო ამ პროგრამაში.

მათ მიერ წარმოდგენილმა ბიზნესგეგმამ მოწონება დაიმსახურა დაფინანსებაც მოიპოვა. „სხივის“ გუნდს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნიკოლოზ წულაია.

პროგრამის ორგანიზატორებმა ჩვენს სკოლას მადლობის წერილი და სიგელი გამოუგზავნეს. სიგელებით დააჯილდოვეს ნიკოლოზ წულაია და ნორჩი მეწარმე ზურაბ ძაგანია.

ასე რომ, დაველოდოთ „სხივის“ ბიზნეს სტარტაპს. წარმატებები!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203