
„მე მიყვარს დედიკო, იმიტომ რომ...“ - ამ თემას მიუძვნეს კლასის საათი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბავშვებმა დიდი სიყვარულით წაიკითხეს ლექსები დედაზე, პედაგოგმა კი საინტერესოდ ისაუბრა და ამ თემაზე მოთხრობები წაუკითხა მოსწავლეებს.
გარდა ამისა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა დედაზე სიმღერებიც შეასრულეს, ასავე დაამზადეს დედის დღის მისალოცი ლამაზი ბარათები და ყვავილები.
იხილეთ ფოტოები