ქსნის საჯარო სკოლა პროექტში - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ჩაერთო
09-03-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში შვედური პროექტის, სახელწოდებით „ბავშვები სტერეოტიპებით არ  იბადებიან“ განხორციელება დაიწყო.

სკოლის ინფორმაციით, პროექტში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.

„ბავშვებსა და მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, აღნიშნული პროექტი, დაეხმარება ადამიანებს შორის არსებული განსხვავებების დადებითად აღქმაში. ამავდროულად, დაანახებს, რომ ამ სამყაროში ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა შესაძლებლობა და უნარი.  

განსხვავებული ადამიანების მიღებითა და დაფასებით, ბავშვებს ჯანსაღი ღირებულებები ჩამოუყალიბდებათ. 

პროექტი შედგება რვა ეტაპისგან, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ სკოლაში. წარმატებებს ვუსურვებთ პედაგოგ თამარ კასრაძესა და პროექტის თითოეულ მონაწილეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203