ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
09-03-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა მიდელაშვილთან ერთად, 1921 წლის თებერვლის მძიმე დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და საინტერესო პრეზენტაციები და ფოტომასალა წარმოადგინეს.