ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრენინგი ჩაუტარდათ
09-03-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „ფესვების“ წევრმა, ზიზი ღვედაშვილმა, ახალგაზრდული გარემოს დაცვითი კონკურსის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021-ის ფარგლებში, იშვიათ დაავადებების სააერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგი 1-ლი-მე-6 კლასების მოსწავლეებს ონლაინ (პროგრამა Microsoft tems-ის) საშუალებით ჩაუტარდათ.
„ტრენინგზე განიხილებოდა 3 იშვიათი დაავადება, (რომლიც მთავრობის მიერ ფინანსდება) ესენია: ადინოსის დაავადება, ბეხჩეტის სინდრომი და კონის სინდრომი.
დამსწრეებს არასდროს სმენიათ ამ დაავადებებთან დაკავშირებით და ამ ტრენინგის მეშვეობით გაიგეს დაავადებების მიზეზებზე, ძირითადად სიმპტომებსა და განკურნების ხერხებზე.
ეს გახდება წინარე ცოდნა ბიოლოგიის გაკვეთილისთვის და ზოგადად, ცხოვრებაში.
სოცილურ ქსელის მეშვეობით, ასევე ჩატარდა გამოკითხვა და მხოლოდ 2%-ს სმენია ამ დაავადებების შესახებ.
საბოლოოდ, ტრენინგის შედეგად მოხდა ბავშვების ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრა წარმატებულად ჩატარდა. მადლობა ზიზის მსგავსი ტრენინგის ჩატარებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს