
თბილისის N133 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა თემაზე: „რეკლამა, მისი სახეები და ეფექტურობა“ კომპლექსური დავალება შეასრულეს.
მოსწავლეებისთვის სოციალურ რეკლამაზე მუშაობა საინტერესო იყო. მათ აღნიშნული აქტივობით უნარ-ჩვევები განივითარეს.
„მიუხედავად პანდემიის და დისტანციური სწავლებისა, IVა კლასის საოცარმა მოსწავლეებმა ჯგუფურ მუშაობას კარგად გაართვეს თავი და დაამზადეს სოციალური რეკლამები“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.