
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ.
გაკვეთილის თემა იყო - გეომეტრიული ფიგურები.
სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი ლუსინე დარბინიანი ხელმძღვანელობდა.
პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და ვიზუალური მასალა შესთავაზა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
იხილეთ ფოტოები