თხილნარის N1 სკოლაში კითხვის კლუბის წევრებმა თამარ გეგეშიძის „საშლელები“ და ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ განიხილეს
09-03-2021
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ახალი საბიბლიოთეკო სივრცე ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებულ კითხვის კლუბის წევრებს მასპინძლობდა.
სკოლის ინფორმაციით, კითხვის კლუბის წევრებმა თამარ გეგეშიძის „საშლელები“ და ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ განიხილეს.
„Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვით, ადგილზე 10 სკოლის წარმომადგენელი იმყოფებოდა, ხოლო ონლაინ 19 სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მოდერატორები იყვნენ თხილნარის N1, მახოსა და ჭარნალის საჯარო სკოლის პედაგოგები.
კითხვის კლუბს სტუმრობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შუშანა სურმანიძე.
მადლობა მოდერატორებს და ჩვენს გემოვნებიან მკითხველებს. ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი დღე იყო“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს