კაცხის საჯარო სკოლის I კლასის ხელმძღვანელი ნორა ბუცხრიკიძე izrune.ge-ს თებერვლის გამორჩეული „სუპერ კლასის“ დამრიგებელია
09-03-2021
საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე თებერვლის სუპერ კლასები გამოვლინდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის Iკლასის დამრიგებელი ნორა ბუცხრიკიძე თებერვლის გამორჩეული „სუპერ კლასების“ დამრიგებლებს შორისაა.

izrune.ge განსაკუთრებულად მზრუნველ დამრიგებელს წარმატებას ულოცავს და მადლობას უხდის მოსწავლეების მიმართ ასეთი სიყვარულისთვის! ყურადღებიანმა, მოსიყვარულე დამრიგებელმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვა! 

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს. izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203