თბილისის N71 საჯარო სკოლის ხუთმა კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული მოიპოვა
09-03-2021
საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე თებერვლის სუპერ კლასები გამოვლინდა, რომლის მიხედვითაც თბილისის N71 საჯარო სკოლას 5 გამორჩეული „სუპერ კლასი“ ჰყავს.

ესენია: IIბ კლასი (დამრიგებელი: ხათუნა ფახურიძე), Iდ კლასი (დამრიგებელი: ეკა მაისურაძე), IIIა კლასი (დამრიგებელი ლედი ელიაშვილი), IIIგ კლასი (დამრიგებელი: თიკო ლაცაბიძე) და Iგ კლასი (დამრიგებელი ნინო ნემსიწვერიძე).

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს. izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203