არხილოსკალოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები საინტერესოდ აღნიშნეს
09-03-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა განახორციელეს.

საინტერესო აქტივობაში მოსწავლეები განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაერთვნენ.

„არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გილოცავთ მარტის შემობრძანებას სრულიად საქართველოს მანდილოსნებსა და დედებს“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203