ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედის დღესა და გაზაფხულს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედის დღე და გაზაფხულის დადგომა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, იცეკვეს, როლური თამაშები წარმოადგინეს და მშობელს მისალოცი ბარათები და ორიგინალური თაიგულები დაუმზადეს. მე-2 კლასელებმა კი, კედლის გაზეთი სახელწოდებით - „ყველაფერი დედას!“ შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203