ახალციხის N5 სკოლაში თემაზე - „გენდერული თანასწორობა“ კლასის საათი ჩატარდა
08-03-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ქალთა თვისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი გრძელდება - ამჯერად, მე-7 კლასში კლასის საათი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა“ ჩატარდა.

„კლასის საათზე (დამრიგებელი ლ. ცაგარეიშვილი) წარადგინეს გენდერული თანასწორობის უმთავრესი ასპექტები და იმსჯელეს გენდერული თანასწორობის აუცილებლობაზე - ოჯახში, სამუშაო ადგილებსა და ზოგადად სოციუმში.

მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და ინერაქტიულად წარმართეს მათი ჩვენება (კითხვა-პასუხის რეჟიმი).  

მწვავე დებატების შემდეგ, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოში დიდი ნაბიჯებია გადადგმული გენდერული ბალანსის მიღწევის მიმართულებით“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203