ზემო მაჩხაანის, ქვემო ქედისა და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლები ვიდეოების კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის წიგნის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ
08-03-2021
პროექტის - „ახალგაზრდები covid-19-ის წინააღმდეგ“ ფარგლებში, კოვიდ-საინფორმაციო ვიდეოების კონკურსი გაიმართა.

კონკურსში საპრიზო ადგილები - ზემო მაჩხაანის,  ქვემო ქედის და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლებმა გადაინაწილეს. 

  • I ადგილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა (დაჯილდოვდა წიგნის სახლის 900-ლარიანი ვაუჩერით); 
  • II ადგილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლა (დაჯილდოვდა წიგნის სახლის 700-ლარიანი ვაუჩერით);
  • III ადგილი - ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა (დაჯილდოვდა წიგნის სახლის 500-ლარიანი ვაუჩერით).
პროექტი „Heks-Eper Georgia“, „ელკანა“ , დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფსა (LAG) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან პარტნიორობით მიმდინარეობდა.

პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში შექმნილი მასალები ატვირთულია დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - Dedoplistskaro LAG -ის facebook-გვერდზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203