„თქვენ საუკეთესო დირექტორი ხართ“-ვანის N1 სკოლის მეორეკლასელმა, ლილე მიქელთაძემ დირექტორის მიმართ სიყვარული და პატივისცემა ნახატით გამოხატა
08-03-2021

ვანის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და დირექციას მოსწავლეებთან თბილი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვთ. სწორედ ამიტომ, ბავშვები თამამად გამოხატავენ მათდამი სიყვარულს.

II კლასის მოსწავლე ლილე მიქელთაძემ თავისი პატივისცემა და დამოკიდებულება დირექტორის მიმართ ნახატში გადმოსცა.

„ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება, როდის შემოაღებს კარს ბატონი ვალერი და როდის ჩაეხუტება. ძალიან უყვარხართ ყველა მე-2 კლასელს ბატონო ვალერ. ყოველთვის სიხარულით გელით და მადლობელი ვართ თქვენი უსაზღვრო სიყვარულის“,-აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203