
ვანის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არიან ჩართული. ისინი დაინტერესებულები არიან ჯანსაღი ცხოვრების წესით. ერთ-ერთი გაკვეთილიც მასწავლებელმა სწორედ ამ თემას მიუძღვნა. მოსწავლეებმა იმსჯელეს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე და შეიმუშავეს რაციონი.
„თანამედროვე სავალალო ეკოლოგიური გარემოს პირობებში (დაბინძურებელი ჰაერი, ინტენსიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, სტრესები და სხვა ) სწორ კვებას წამყვანი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ხოლო, როცა საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, სწორი კვება ასევე საფუძველს უყრის ბავშვის სწორ განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში.
სწორედ ეს საკითხი განიხილეს IIIბ კლასის მოსწავლეებმა ნინო მასწავლებელთან ერთად, მოძიებული ინფორმაცია წარმოადგიეს პრეზენტაციის სახით და შეიმუშავეს აკრაძალვები, აიკრძალეს ბევრი ტკბილეული და ბევრი ნახშირწყალი. საბოლოოდ, შეიმუშავეს ჯანსაღი კვების პირამიდა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები