
„გავუფრთხილდეთ მხედველობას“ - ვანის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში აქტუალურ თემაზე საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა აღნიშნეს, რა უქმნის საფრთხეს მხედველობას და ისაუბრეს, როგორ უნდა დავიცვათ თავი.
„ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ ცისფერი ეკრანების, პერსონალური კომპიუტერებისა თუ სმარტფონების წინ, რაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებს გვიქმნის. „გავუფრთხილდეთ მხედველობას“ - ასეთი იყო გაკვეთილის თემა, რომელიც IIIბ კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნინო ბიბილეიშვილთან ერთად წარმოადგინეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს, რა მოქმედებს ცუდად მხედველობაზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი, როგორ გავურთხილდეთ მხედველობას, რა საკვები დაგვეხმარება ამ დროს და ა.შ.წარმატებები ამ ფუსფუსა პატარებს და მათ მასწავლებელს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები