
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ნიკა ჩარტია ესეების კონკურსში, სახელწოდებით „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“ მონაწილეობდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წარჩინებულმა მოსწავლემ კონკურსში III ადგილი დაიკავა.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“ მონაწილეობა მიიღო ჩვენი გიმნაზიის წარჩინებულმა მოსწავლემ ნიკა ჩარტიამ (პედაგოგი - ირმა ხარშილაძე). მოსწავლეთა ნამუშევრები თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფმა შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო ავტორები, რომელთა დაჯილდოება გაიმართა ქალაქ ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში.
შეკრებილებს ონლაინ ფორმატში სიტყვით მიმართა თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მარინა ლომოურმა. ჩვენი გიმნაზიის წარჩინებულმა მოსწავლემ, ნიკა ჩარტიამ კონკურსში III ადგილი დაიკავა. მას გადაეცა თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის სერტიფიკატები და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელი“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: