„ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ველოდები“- ქუთაისის N36 სკოლის პირველკლასელ მარიამ თარგამაძეს izrune.ge-ს ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
08-03-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის, წარმატებულმა პირველკლასელმა - მარიამ თარგამაძემ სკოლა და ოჯახი ბრწყინვალე შედეგით ასახელა.

მოსწავლემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.  

„მე ვარ მარიამ თარგამაძე. ჩემი დამრიგებელია, ძალიან თბილი და საყვარელი- ლელა ჟორჟოლიანი. მადლობა, ლელა მასწავლებელს.  ძალიან მომწონს izrune.ge. ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად და ინტერესით ველოდები. მადლობა  izrune.ge-ს, ასეთი საინტერესო და სახალისო პროექტისთვის“,- ამბობს მოსწავლე. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203