
გაიცანით, ქუთაისის N37 საჯარო სკოლის IVდ კლასის მოსწავლე ანამარია ნეფარიძე, რომელიც izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებს.
ანამარიას ჰობია წიგნების კითხვა და ცეკვა. უყვარს სათავგადასავლო წიგნები, ხოლო ცეკვა მისთვის სასიამოვნო ფიზიკური დატვირთვაა. ანამარიას izrune.ge-ს ტესტებში მოსწონს ის, რომ ცოდნას იღრმავებს და კითხვების სახით საინტერესო სიახლეებს აწყდება. მეგობრებსაც ცოდნის გაღრმავების მიზნით ურჩევს, ჩაერთონ ტესტებში.
მისი დამრიგებელი მერი წაქაძეა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.