„გაზაფხული ჩვენი დედიკოებისთვის“ - ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები და თაიგულები დაამზადეს
08-03-2021
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტი აღინიშნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება, სახელწოდებით „გაზაფხული ჩვენი დედიკოებისთვის“ მიუძღვნეს.

„ბავშვებმა მასწავლებლებს ულამაზესი ღონისძიება წარუდგინეს; დაამზადეს მისალოცი ბარათები და გააკეთეს პატარა თაიგულები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203