„დედაშვილობა ღვთისგან ბოძებული უწყვეტი ჯაჭვია“ - სენაკის N1 სკოლის მეორეკლასელებმა 3 მარტი აღნიშნეს
08-03-2021
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2გ კლასის მოსწავლეებმა 3 მარტი აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის, ნონა ფარულავა ღონისძიებით დედებს დედის დღე მიულოცეს.
„შემობრძანდა გაზაფხული და თან მოჰყვა ლამაზი დღესასწაულები. დედა ხომ ის ქალია, რომელსაც შეუძლია, უარი თქვას თავის ცხოვრებაზე; დედა სწორედ ის ქალია, რომლის ყველაფერი გულწრფელია და არაფერი უნდა გარდა შვილის ბედნიერებისა. დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა. დედაშვილობა ღმრთისგან ბოძებული უწყვეტი ჯაჭვია“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს