ქალთა დღე დისველის საჯარო სკოლაში და პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის ემოციური გზავნილი
08-03-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ასლან შაინიძეს სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში 8 მარტი აღნიშნეს.
1-ლი და მე-3 კლასების მოსწავლეებმა, გაზაფხულის დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელეს.
სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი, სკოლის სახელით, სრულიად საქართველოს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„ასლან შაინიძეს სახელობის სოფელი დისველის საჯარო სკოლა, სრულიად საქართველოს ქალბატონებს, ულოცავს 8 მარტს. უსურვებს ლამაზ, სიხარულით აღსავსე დღეებსა და ოჯახის კეთილდღეობას.
არაფერი ისე არ უხდება ქალს, როგორც ბედნიერებით გასხივოსნებული თვალები. სწორედ ეს მზერა იყოს თქვენი მეგზური, სიცოცხლის დასაბამიდან დასალიერამდე...
ამ დღეს, ჩემი თვალთახედვით, ყველა ქალბატონი მზესავით უნდა ასხივებდეს. ეს კი შესაძლებელია, მოულოდნელი საჩუქრების გათვალისწინებით, რომელიც დისველის საჯარო სკოლის პატარა ონავრებმა, კერძოდ პირველკლასელებმა, ხელძღვანელი ეთერი ცეცხლაძე და მესამეკლასელებმა, ხელმძღვანელი ირმა ბურდული, საკუთარი ძალისხმევით მოამზადეს.
დედებო, ქალბატონებო პედაგოგებო, გილოცავთ ამ მშვენიერ დღეს. ასეთი საჩუქრებით იყავით გარემოცული, მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება. მადლობას ვუხდით ამ კლასების ხელმძღვანელებს იმ ენერგიისთვის, რომლის ზეგავლენის შედეგიც სახეზე გვაქვს და მშობლებს ასეთი ყურადღებიანი მოსწავლეების აღზრდისთვის“, - აცხადებს ნინო დოხტურიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს