
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალაიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. მეორე კლასის მოსწავლეებმა ეს დღე დედიკოებს მიუძღვნეს.
ღონისძიება კლასის დამრიგებელმა აზნივ მაყოსიანმა მოამზადა.
„ბედნიერებაა ამდენი მხიარული და ღიმილიანი სახის დანახვა. ეს იმ სასიამოვნო და საპატიო მისიის დამსახურებაა, დედობა რომ ჰქვია.
დედის დღე კარწახის საჯარო სკოლაში ისევ სიყვარულით, ისევ სიხარულით, ისევ თბილი სიტყვებითა და ლამაზი სიმღერებით აღინიშნა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები