სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2021
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღეს შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს.
აქტივობები, კლასის ხელმძღვანელის, სვეტლანა აბშილავას ორგანიზებით ჩატარდა.
„მოსწავლეები განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და მონდომებით, შეხვდნენ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძება დედებს მიუძღვნეს. ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერებისა და ლექსების წარმოთქმაში.
მოსწავლეებს თავიანთი ხელით შექმნილი ნაშრომები საკლასო გამოფენაზე ჰქონდათ წარმოჩენილი.
მოეწყო სახალისო პრეზენტაციები - „დედა - ჩემი გულია“.
ბიჭებმა ყურადღებისა და პატივისცემის მიზნით, გოგონებს თავიანთი ხელით შექმნილი თაიგულები უსახსოვრეს.
კლასის ხელმძღვანელსაც მიულოცეს გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღე. საკლასო ოთახი გაზაფხულის ფერებით იყო მორთული, რაც სასიამოვნო სანახავი იყო.
ღონისძიება მიზანად მოსწავლეებში ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობის გააზრებას ისახავდა. ვულოცავთ ყველა ქალბატონს ამ ლამაზ დღეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს