უდის N2 საჯარო სკოლაში 8 მარტს ფესტივალი მიუძღვნეს
08-03-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 საჯარო სკოლაში 8 მარტისადმი მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ფესტივალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა.

„პოზიტიური და დადებითი მუხტით დავიწყეთ წვეულება, დასასრულს კი ყველას თვალები სიხარულისა და ბედნიერებისაგან უბრწყინავდა. წვეულებას ესწრებოდნენ არამხოლოდ სასკოლო კლუბის მონაწილე გოგონები, არამედ პედაგოგებიც. საინტერესო ტრენინგი, უამრავი სახალისო თამაში, სიმღერა, ტრენინგიდან გამომდინარე ვიქტორინა, პირბადეების წარდგენა (გამოვავლინეთ 3 გამარჯვებული - ყველაზე კრეატიული, ორიგინალური და პრაქტიკული პირბადე), დავაჯილდოვეთ მონაწილე, რომელმაც უფრო მეტი მოწონება (Like) დააგროვა Facebook-ზე. ათივე კრეატიულ ორგანიზატორს გადაეცა სერტიფიკატი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203