„დედა სიცოცხლის წყაროა“ - წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
08-03-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის დ. ტყებუჩავას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება, სახელწოდებით „დედა სიცოცხლის წყაროა“ გამართეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ.
„დედა, დედიკო, დე - სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის. ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი, სახელად დედა. დედა სიცოცხლის წყაროა; სიცოცხლის, რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება; სანამ ის გვყავს, მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია. ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი, მრჩეველი, სიხარულის გამზიარებელი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს